პროექტის სახელწოდება: ქუჩის ძაღლები
პროექტის მთავარი თემა: აუხსნათ მოსწავლეებს რატომ გახდა ეს ძაღლები ქუჩის ძაღლები და როგორ შეიძლება მათი დახმარება.
პროექტის აქტუალობა: 1 ქუჩაში მომრავლდა უამრავი მაწანწალა ძაღლი. რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს.
2. ადამიანებმა უფრო მეტი თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ და შეუქმნათ თავშესაფარი.
პროექტის მიზნები: რატომ გახდნენ ასეთი ძაღლები მაწანწალები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ყველა მაწანწალა ძაღლი სიკვდილის ღირსი არ არის
მოსწავლეთა ასაკი: 9 –10 წელი.
ვადები: 5 დღე
მოსალოდნელი შედეგები: რატომ გახდნენ ძაღლები მიტოვებულები? გაუღვივოთ მოსწავლეებს სიბრალულის გრძნობა. მოსწავლეები ისწავლიან ცხოველთა მოვლასა და დახმარებას.
პროექტის რესურსები: სლაიდები ძაღლების შესახებ, მაწანწალა ძაღლების ამსახველი ფოტოები, ნ. დუმბაძის მოთხრობა ,,ძაღლი’’, ინტერნეტი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა–აქტიობები:
ბავშვები აირჩევენ პროექტისთვის ,,ქუჩის ძაღლები’’
გამოვიკვლევენ და პასუხს გასცემენ შემდეგ კითხვებს.
1. რატომ გახდნენ ეს ცხოველები ქუჩის ძაღლები?
2. ვინ არიან ამაში დამნაშავე?
3. როგორ ექცევიან ადამიანები ასეთ ძაღლებს?
Комментариев нет:
Отправить комментарий