სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ქუჩის   ძაღლები

პროექტის  მთავარი  თემა: აუხსნათ   მოსწავლეებს  რატომ   გახდა  ეს  ძაღლები   ქუჩის  ძაღლები  და  როგორ  შეიძლება   მათი   დახმარება.
პროექტის  აქტუალობა:  1 ქუჩაში  მომრავლდა    უამრავი   მაწანწალა   ძაღლი. რომელიც  საფრთხეს    უქმნის   ადამიანებს.
2. ადამიანებმა   უფრო  მეტი   თანაგრძნობა    უნდა გამოიჩინონ    და  შეუქმნათ   თავშესაფარი.

პროექტის   მიზნები: რატომ   გახდნენ  ასეთი  ძაღლები    მაწანწალები  და   როგორ    შეიძლება   ამ  პრობლემის   მოგვარება. ყველა  მაწანწალა  ძაღლი  სიკვდილის  ღირსი   არ   არის

მოსწავლეთა  ასაკი: 9  –10 წელი.

ვადები: 5 დღე

მოსალოდნელი  შედეგები: რატომ  გახდნენ  ძაღლები მიტოვებულები? გაუღვივოთ   მოსწავლეებს  სიბრალულის  გრძნობა.   მოსწავლეები   ისწავლიან  ცხოველთა  მოვლასა   და  დახმარებას.

პროექტის  რესურსები: სლაიდები   ძაღლების   შესახებ, მაწანწალა   ძაღლების   ამსახველი  ფოტოები, ნ.  დუმბაძის   მოთხრობა  ,,ძაღლი’’,  ინტერნეტი,  კომპიუტერი.

პროექტის   მსვლელობა–აქტიობები:
ბავშვები  აირჩევენ  პროექტისთვის   ,,ქუჩის  ძაღლები’’  
გამოვიკვლევენ  და  პასუხს   გასცემენ   შემდეგ  კითხვებს.
1. რატომ  გახდნენ   ეს  ცხოველები   ქუჩის  ძაღლები?
2. ვინ  არიან  ამაში   დამნაშავე? 
3. როგორ  ექცევიან   ადამიანები   ასეთ   ძაღლებს?
4. უქმნის  თუ  არა   ეს   ძაღლები   საფრთხეს  ადამიანებს?
5. როგორ  შეიძლება   მათი  შველა?
6. გინახავთ   თუ   არა   მაწანწალა  ძაღლები?
7. წარმოიდგინე შენი  თავი   მათ  ადგილას   და  გადმოეცი    შენი  განწყობა.
8.ნ.  დუმბაძის   მოთხრობის  ,,ძაღლი’’  წაკითხვის  შემდეგ   გადმოეცით 
ქუჩის   ძაღლის     ცხოვრება.როგორ  ექცევიან  ადამიანები  მას?
9. როგორ   მოექცა  ბიჭი  ყველასგან  მიტოვებულ   ოთხფეხს?
10. როგორ  ექცეოდა   ბაბუა  ძაღლს?
11. როგორ  გამოხატავდა  ძაღლი   პატრონის   სიყვარულს?
კლასს    ვყოფთ  მცირე  ჯგუფებად   გათვლის  გამოყენებით.
ყველა  პირველი  ერთ  ჯგუფში  ხვდება.
ყველა  მეორე  ერთად  და  ა. შ .
წინასწარ წაკითხული მოთხრობის მიხედვით ჯგუფები იწყებენ    მათთვის    განკუთვნილი  დავალების   შესრულებას.
ხდება  ჯგუფებში   მოვალეობის    გადანაწილება.   ეძლევა  მუშაობისთვის   განკუთვნილი დროის ლიმიტი.  იწყებენ   მუშაობას.   მაგიდაზე   დევს   ფოტომასალა  რომელიც  მოვიძიეთ    ინტერნეტის   საშუალებით.
დროის  ამოწურვის  შემდეგ   უნდა  მოხდეს   ნამუშევრის  პრეზენტაცია.
მოცემული  ფოტომასალით  გაითამაშონ   როლები.
მაგალითად; 1. ,,ბიჭის  საუბარი    ძაღლთან’’
                      2. ,,მოხუცი  და   ძაღლი’’
პროექტის შეფასება. მოსწავლეები აფასებენ თანაკლასელთა ნამუშევრებს.

თითოეული  ჯგუფი  ავსებს   ბარათს
1. რითი იყო ეს სამუშაო საინტერესო?
2. რამ შემიშალა ხელი მუშაობისას?  
მასწავლებელი   იყენებს   განმავითარებელ    შეფასებებს.   ნამუშევრები  გამოიფინება    კედელზე. 
  
საგნებთან   კავშირი:  ბუნება,   ხელოვნება.

პროექტის   ხემძღვანელი:   გულიკო   ჭყონია.

ხემძღვანელის   ელ –ფოსტა:   gchyonia@gmail.com